დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 ოქტომბრის №787 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.034.017548 |
19
27/02/2025
ვებგვერდი, 05/03/2025
480610000.22.034.017548
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 ოქტომბრის №787 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 ოქტომბრის №787 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15.10.2014; 480610000.22.034.016371) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე; სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსი, მეკავშირე ოფიცერი, პოლიციის ატაშე; ე) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები