ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
52
17/09/2014
ვებგვერდი, 19/09/2014
010250050.35.167.016164
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/09/2014 - 10/04/2018)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს „ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2.     
ამ  დადგენილების  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №14 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევახტანგ სარალიძე



დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი

მუხლი 1
  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესით (შემდგომში წესი)

განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
  2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფო მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მუხლი 3

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრს-ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს;

ბ) საკრებულოს ბიუროს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს.

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ვ) შვიდ კაციან საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.

მუხლი 4

ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მისანიჭებლად წარდგენილი პირის:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის - ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) 2(ორი) ფოტოსურათი, ზომით 3x4;

გ) წერილობითი თანხმობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

მუხლი 5

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისია არანაკლებ 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას  წარუდგენს გამგებელს.
  2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

მუხლი 6

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, როგორც წესი, ,,ჰერეთობის“ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“  მოწმობა და ატრიბუტიკა.
  2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მუხლი 7

  1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშალი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.