„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016681
28
06/11/2026
ვებგვერდი, 10/11/2026
010250050.35.167.016681
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                                 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2026 წლის 6 ნოემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/14, 010250050.35.167.016164).       

 

მუხლი 2
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის მერი.“;

ბ) მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის მერს;“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისია არანაკლებ 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას  წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია