ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016196
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
15/09/2014
ვებგვერდი, 17/09/2014
010250050.35.119.016196
ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2014 - 28/03/2018)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 15 სექტემბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი №1

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების

წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ დროს და დროულად მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიურად განთავსების მიზნით.


მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას

2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.khoni.ge


მუხლი 3. ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.

2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.


მუხლი 4. ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობისა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ამისათვის პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიური გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. პროაქტიური ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.


მუხლი 5.   ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:

1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა;

2. საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი);

3. საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში;

4. საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;

5. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;

6. გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების (გამგებლის წარმომადგენლების ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრასციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;

8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;

9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;

10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;

11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება საკრებულოს დადგენილების მიერ.