დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.126.016106 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2014 - 06/10/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №13 დადგენილება (ვებგვერდი, 01/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016098). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება 400 ლარით. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს შესაბამისად უფლებამოსილი მოხელის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს შესაბამისად უფლებამოსილი მოხელე ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები