„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.126.016124
39
22/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
190020020.35.126.016124
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესის  შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის N21 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 17.09.2014; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება;

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემების გათალისწინებით. ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოქალქეთა მიღების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ მონაცემები, რომელსაც საკრებულოს წევრი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, თვის განმავლობაში არსებული მდგომარეობით, რომელშიც აისახება საკრებულოს ორგანოთა სხდომების რაოდენობა,  საკრებულოს წევრის მონაწილეობა (დასწრება), აგრეთვე მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

4. საკრებულო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის  (დასწრების) და/ან მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების ფაქტობრივი მონაცემები (აქტივობა) მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების  ფაქტობრივი მონაცემებისგან (აქტივობისაგან).

5. საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ  საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

ამ დადგენილებით  გათვალისწინებული   საკრებულოს  განკარგულების     საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.“

მუხლი 2
 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ გურგენიძე