„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016047
7
12/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010240060.57.069.016047
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №7

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარეს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 12 სექტემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე