დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016220 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/09/2014 - 07/10/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“ №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების
პროგრამა |
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
1.ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ; სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ხარჯების გაცემა მათი ოჯახის წევრებზე. |
მუხლი 2.
პროგრამის მოსარგებლეები |
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (შემდგომში-მოსარგებლე), რომლებიც არიან: ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები; ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები. 2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით. |
მუხლი 3.
სამედიცინო მომსახურების მოცულობა |
ა) რომელიც არ ფინანსდება, ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით (დასტურდება სადაზღვევო კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტით);
|
მუხლი 4.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი |
1.მოსარგებლე, რომლის სამედიცინო მომსახურება არ/ან ნაწილობრივ ფინანსდება სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტით, მცხეთის მუნიციპალიტეტში წარადგენს:
ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლს; გ) შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, რომელიც ადასტურებს მოსარგებლე ოჯახის ფინანსური მდგომარეობის სიმძიმეს; დ) სადაზღვევო დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე; ვ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შემდეგ დოკუმენტებს: ვ.ა) ფორმა №100; ვ.ბ) ხარჯთაღრიცხვას; ვ.გ) ანგარიშ-ფაქტურას;
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე; ბ) განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე; გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე); დ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე; ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; |
მუხლი 5.
ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი |
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, არიან უმუშევრები, დაბალშემოსავლიანები, მძიმე ავადმყოფები, უსახლკაროები, მარტოხელა მოხუცებულები, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო დაზარალებულნი და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის გაჭირვების ხარისხი. (წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე); გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი; 3. ერთჯრადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წარედგინება გამგებელს; 5. გამგებელი იღებს გადაწყევტილებას ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს; 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 6.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრებზე სარიტუალო ხარჯის დაფარვა. |
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება:
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი. ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა - 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას; 3. გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300 ლარით. მათ შორის 9.000 ლარი გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვები) სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამისთვის. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები