დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016234 |
29
07/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
010250000.35.153.016234
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ. ბ. ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 სექტემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამაში და პროგრამაში ამოღებულ იქნეს ტექსტი ,,პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300. ლარით. მათ შორის 9.000 ლარი გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვები) სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“. |
| მუხლი 2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამაში დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 7 . პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300 (ას ოციათას სამასი) ლარით, მათ შორის 9000 (ცხრა ათასი) ლარი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი ცხრამეტ წლამდე ასაკის შვილი) ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის მიზნით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები