დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016130 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/09/2014 - 04/02/2015)
|
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი №1–ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.103.016.083). |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი N–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის
სამსახურის დებულება |
მუხლი 1. სამსახურის ამოცანები
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების განხილვის ვადების დაცვაზე კონტროლი და რეაგირება; ბ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; გ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან ერთად გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი და დარღვევების გამოვლინება;
ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; ბ) მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების დაცვაზე კონტროლი და რეაგირება; გ) გამგეობის მიერ გაცემული სამშენებლო, გარემოს დაცვითი , საპროექტო და სხვა ნებართვების ფარგლების დაცვაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
ა) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებულ კომპეტენციების ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება; მუხლი 4. სამსახურის კოორდინაციული ფუნქციები ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მუდმივი კოორდინაციული ურთიერთობა იქონიოს გამგეობის შესაბამის სამსახურებთან იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც სხვა სამსახურების ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება. კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების დროს სავალდებულოა გამგეობის სხვა (შესაბამის) სამსახურებთან კონტრასიგნატურული შეთანხმება ისეთი ღონისძიებების განხორციელებისას, რომლებიც სამუშაოთა შესრულებისა და მიღება-ჩაბარებისა აქტების კანონიერებას უკავშირდება. მუხლი 5. სამსახურის ანგარიშვალდებულება
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
მუხლი 7 . სამსახურის დებულებაში ძალაში შესვლა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები