,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016169
12
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010260020.35.103.016169
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. ზედამხედველობის სამსახური შედგება განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით, რომლის თაობაზეც გამგებელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი შუამდგომლობით, მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, რომლის თაობაზეც გამოიცემა გამგებლის ან გამგებელთან შეთანხმებით სამსახურის უფროსის ბრძანება.

4. სამსახურის უფროსი გამგებლის დავალებით ადგენს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის დოკუმენტს, ხოლო მისი დავალებით სამსახურის თითოეული მოსამსახურე ადგენს შესაბამისი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობებს ცალ-ცალკე და ერთიანად წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც აღნიშნულის ბაზაზე გამოსცემს ინსტრუქციას ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტთა სამუშაოების აღწერილობის შესახებ.

5. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე მიღებისა და გათავისუფლების წესი, ასევე მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ახორციელებენ:

 გარემოს დაცვის, ვეტერინარულ და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება.

1. გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება

ა) გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;

გ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადება, საჩივრების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;

დ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას.

2.  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას;

დ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან ერთად გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლს და დარღვევების გამოვლინებას;

ე) მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;

ვ) გამგეობის მიერ გაცემული სამშენებლო, გარემოს დაცვითი, საპროექტო და სხვა ნებართვების ფარგლების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე