თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016189
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
08/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010250000.35.154.016189
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2014 - 06/04/2015)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 8 სექტემბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1 -ის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრების შეფასების ფორმა № 1 - დანართი № 2, გასაუბრების შეფასების ფორმა № 2 - დანართი № 3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი № 4.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური



დანართი 1

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (სასურველია Power Point-ისა და Outlook-ის ცოდნა);
გ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა :
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
გ.ზ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის № 414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
გ.თ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ი) თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
მუხლი 2
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;  
ბ) სპეციალობით  მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
დ) ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
ე) სასურველია  უცხო ენების ცოდნა;
მუხლი 3
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს 24 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება;
გ) გუნდური მუშაობის გამოცდილება;
დ) სასურველია  უცხო ენების ცოდნა;
მუხლი 4
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მდივნისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე და სავალდებულოა ჰქონდეს საშუალო ან ტექნიკური განათლება და სათანადო უნარები.

დანართი 2
გასაუბრების შეფასების ფორმა №1

ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით.

1 - მიუღებელი, 2 - საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 -  მაღალი კვალიფიკაციის.

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________

კანდიდატის სახელი, გვარი:    _________________________________________

კომისიის წევრის სახელი, გვარი,  ________:______________________________

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):  _________________________________________

 

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების

მოტივაცია)

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული   ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:                                           ______________________.


                
                
               


დანართი №3
გასაუბრების შეფასების ფორმა №2

ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - მაღალი კვალიფიკაციის.

 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________

კანდიდატის სახელი, გვარი: ________________________________________________

კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________

 

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

3.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

4.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

5.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული   ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:         _________________________________.

                                                                                                                          


             
                
               


დანართი №4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________

 

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________.