დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016219 |
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №38 დადგენილების (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 12/09/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016189) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს,მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (სასურველია Power Point-ისა და Outlook-ის ცოდნა); გ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა : გ.ა საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ გ.ზ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“. გ.თ)თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ი) თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; დ) ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია უცხო ენების ცოდნა; მუხლი 3 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება გ) გუნდური მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენების ცოდნა; მუხლი 4 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სავალდებულოა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და სათანადო უნარები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები