თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016181
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
08/09/2014
ვებგვერდი, 12/09/2014
010260020.35.154.016181
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2014 - 23/02/2015)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2014 წლის 8 სექტემბერი

დ. თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.

მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის  №4 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ 010260020.35.154.016122) .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური



დანართი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
       
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების  შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
      
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი  განხორციელების  კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თავი II
სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
         
1. სამსახური  შედგება სამსახურის უფროსისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით  და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  მოხელე.
3. სამსახურის მოხელის  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო მისი ფუნქციები   -  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს  კანონის შესაბამისად.

მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში
     
მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
დ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ე) უმუშევართა რეგისტრაციას.