„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016210
12
23/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
010260020.35.154.016210
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 23 თებერვალი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 8 სექტემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში (სსკ 010260020.35.154.016181) , კერძოდ:
1. დებულების მე-2 მუხლის 
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კონტროლი;

გ) მუნიციპალური ჯანდაცვის საქმიანობის კონტროლი;“

ბ) პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ პუნქტი:

„ვ1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ბაზის შექმნა, მათი პრობლემების შესწავლა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებათა დაცვა“

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში.

1. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება;

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში.

1. მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) უმუშევართა რეგისტრაციას.

დ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა  სოციალური დახმარებისა და სხვა შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.

ე) ომის ვეტერანთა საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური