დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.105.016169 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/09/2014 - 05/08/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 3 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახური |
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) საპროექტო – სახარჯთაღვრიცხვო განყოფილება; გ) ინსპექტირების განყოფილება;
|
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე კონტროლს; ბ) შემსრულებელი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლასა და ვიზირებას; გ) მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას; დ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთებას, ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას; ე) შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას; ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას; ზ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას, შესრულებული სამუშაოს მიღებას; თ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს; ი) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; კ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამოსობის კონტროლს. ლ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, აღრიცხვას და ელექტრონული ბაზის შედგენას; მ) შემოსული კორესპოდენციების რეგისტრირებას, ელექტრონული ბაზის შედგენას და კონტროლს. ნ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე; ო) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებას და კონტროლის; პ) შესრულებულ სამუშაოებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამის სამსახურებზე და კონტროლს; ჟ) შიდა სამსახურეობრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციებზე კონტროლს. რ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს; ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის საორგანიზაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის აღრიცხვის კონტროლს; ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, აღრიცხვას და ელექტრონული ბაზის შედგენას; გ) შემოსული კორესპოდენციების რეგისტრირებას და ელექტრონული ბაზის შედგენას; დ)შემოსულ კორესპოდენციებზე კონტროლს; ე) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე; ვ) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონტროლს; ზ)შესრულებულ სამუშაოებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამის სამსახურებზე და კონტროლს; თ) შიდა სამსახურეობრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციებზე კონტროლს. ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღვრიცხვო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს; ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენელო დოკუმენტაციის შესწავლას, ვიზირებას; გ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; დ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამოსობის კონტროლს. ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის ინსპექტირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას; ბ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ვიზირებას; გ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას, შესრულებული სამუშაოს მიღებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები