„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016268
22
05/08/2016
ვებგვერდი, 12/08/2016
010260020.35.105.016268
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №22

2016 წლის 5 აგვისტო

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის  №23 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/ნ 11/09/2014, 010260020.35.105.016169)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის შესრულებაზე ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას და კონტროლს;

ბ) შემსრულებელი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლასა და ვიზირებას;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობზე შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე  არსებული პრობლემების შესწავლას;

დ)  შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას;

ე) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას;

ვ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ზ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამისობაში მოყვანას;

თ) შემსრულებელი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლას, მომზადებას და გადაცემას შესაბამის სამსახურებზე;

ი) განსახორციელებელი სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებას და შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;

კ) შიდა სამსახურებრივი წერილების, აქტებისა და სხვა დოკუმენტაციების კონტროლს;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია