დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016123 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
24
05/09/2014
ვებგვერდი, 10/09/2014
190020020.35.129.016123
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/09/2014 - 29/12/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1) |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 14 ივლისის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი |
| მუხლი 1 |
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით ყოველთვიურად. |
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აუნაზღაურდეს ყოველთვიურად არა უმეტეს 30 ლარი სატელეფონო და 470 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისათვის. |
| მუხლი 3 |
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. |
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის 30 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან. |
3.
ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს შეხვედრის მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება ოქმზე ხელისმომწერი ამომრჩევლების სახელი და გვარი. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს თავმჯდომარეს გამოეყოს 500 (ხუთასი) ლიტრი საწვავი და დაერიცხოს 50 ლარის სასაუბრო დრო სამსახურეობრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე. |
| მუხლი 5 |
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. |
2.
04/09/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
30 -
ვებგვერდი, 08/09/2015
1.
29/12/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
46 -
ვებგვერდი, 30/12/2014
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 04/09/2015
გამოქ. თარიღი : 08/09/2015
დოკუმენტის ნომერი : 30
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
1
მიღების თარიღი : 29/12/2014
გამოქ. თარიღი : 30/12/2014
დოკუმენტის ნომერი : 46
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები