„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016145
46
29/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
190020020.35.129.016145
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №46

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 სექტემბრის №24 დადგენილებაში  (სსმ,  10/09/2014) შევიდეს  შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით ყოველთვიურად.“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე–4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 4.

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვიურად გამოეყოს 500 (ხუთასი) ლიტრი საწვავი და დაერიცხოს 50 ლარის სასაუბრო დრო მობილური ტელეფონის სამსახურეობრივი ნომერის ანგარიშზე.

2. საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ყოველთვიურად დაერიცხოს 20 ლარის სასაუბრო დრო მობილური ტელეფონის სამსახურეობრივი ნომერის ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 03 დეკემბრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი