დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.147.016064 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
14
01/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
190040000.35.147.016064
ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2014 - 25/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
პრემია გაიცემა ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
| მუხლი 3 |
პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე. |
| მუხლი 4 |
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიციირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. |
| მუხლი 5 |
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით. |
| მუხლი 6 |
ერედვის მუნიციპალიტეტში ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
| მუხლი 7 |
ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ. |
| მუხლი 8 |
ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები