„ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.147.016125
43
25/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
190040000.35.147.016125
„ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
    ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/09/2014; 190040000.35.147.016064) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 7

1. ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ.

2. ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია, ასევე, შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი