დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 522 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.018142 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/2014 - 30/03/2015)
|
მუხლი 1 |
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
|
შენიშვნები: 1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება. 2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი. 3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს. |
დოკუმენტის კომენტარები