დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 141 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.018526 |
141
30/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010120000.10.003.018526
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 02/09/2014, 010120000.10.003.018142) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-4 შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
„4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა წრეს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები