დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4-ის“ დაფინანსების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1438 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017544 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1438
2014 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4-ის“ დაფინანსების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4-ის“ დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4-ის“ დაფინანსების მიზნით, სესხის 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობით გამოყოფის თაობაზე, შემდეგი ფინანსური პირობებებით:
სესხის ხანგრძლივობა: 30 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 7 წელი);
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Fixed Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee): 0.15%.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები