ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 05/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016221
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
29/08/2014
ვებგვერდი, 01/09/2014
010250050.35.132.016221
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2014 - 28/06/2017)

 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 25 დეკემბრის №5-2 დადგენილება  (გაზეთი „აჭარა“ №5, 11.01.2007 წ. გვ. 9,10).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

კეთილმოწყობის სამსახურის


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური (შემ­დგომ­ში - სამსახური) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთე­ული.

2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილ(ეებ)ისა და სამსა­ხურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­ლებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.


თავი II
სამსახურის საქმიანობის პრინციპები

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველ­ზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშე­წო­ნას­წორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა.


თავი III
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) ქალაქ ბათუმის საქალაქო მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლი­ტი­კის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსა­ხუ­რების უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვი­თა­რების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწი­ლეობის მიღება;

დ) სამსახურის სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორ­მაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება ქალაქის მერი­სათვის ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების სახით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუ­არე­ბის, სკვერების, გარე განათების ობი­ექ­ტების, სანიაღვრე არხების, წყალ­საცავების, ხიდების და სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;

ვ) ქალაქის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია;

ზ) სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;

თ) ქ. ბათუმის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომ­სახურება, რეაბილიტაცია და განვითარება.

ი) ქ.ბათუმის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგე­­ნა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნ­­ველ­ყო­ფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება.

კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანათების და სანიაღვრე ქსელების ფუნ­ქციონირების კონ­ტრო­ლის განხორციელება.

ლ) შიდა სარგებლობის გზების, გზატკეცილების, ხიდების, გვირაბების, მდი­ნარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატა­ციის უზრუნველ­ყოფის კოორდინირება;

მ) ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობა, ქალაქგა­ფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

ნ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სახელ­მწი­ფო შესყდ­ვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორ­ციელება და მიღება-ჩაბარება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ო) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პრო­ცე­სების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პრესპექტივების განსაზღვრა;

პ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატე­გიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომ­ზა­დება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ჟ) ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინა­დადე­ბების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორ­ციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

რ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღე­ბულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომე­ლიც შეეხება სამსახურის კომპენტეციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ს) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგე­ბო­ბების განვითარების საქალაქო პროგრამების შემუშავება და მათი რეალი­ზა­ციის ორგანიზაცია და კონტროლი;

ტ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სანიტარიული დასუფთავების ორგანი­ზაცია, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნ­ველ­ყოფის ზედამხედველობა და კონტროლი.

უ) ქალაქის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილი­ტაციის პრო­ექ­ტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია.

ფ) ქალაქის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებში მონაწილეობის მიღება;

ქ) დაწესებულებაში არსებული საარქივო დოკუმენტაციის მიმართ წინამოსამზა­დებელი სამუშაოების განხორციელება;

ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვა­ლისწი­ნე­ბული სხვა ფუნქციების განხორციელება.


თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რ­­თველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრე­ბული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მო­­სამ­­სა­ხურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკის­რე­ბის, მოსამ­სა­ხურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსა­ხურეთა სამსა­ხუ­რებ­რივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

დ) ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;

ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნებ­სა და რეკომენდაციებს;

თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომადგენლობითი უფლე­ბამოსი­ლების გან­ხორციელებად;

ი) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლების არსებობის შემთხვევაში;

კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

ლ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუ­ქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შე­საბა­მისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართვე­ლობი­სათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელებს;  

ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;

ო) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიებ­ში;

პ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და  მერის კურატო­რი მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს;

ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტ­რა­ციულ-სამართლებრივ აქტს;

უ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­სილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კუ­რა­ტო­რი მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თი­ე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შე­სა­ბა­მი­სად.


მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მათი უფლებამოსილებები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე).

2. უფროსის მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი.

3. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. უფროსის მოადგილეები:

ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლებების საქმიანობას;E  

ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

გ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ას­რუ­­­ლებენ მერის, სამსახურის კურატორი მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალ­კეულ და­ვა­ლე­ბებს;

დ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

5. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად საქმიანობის სრული კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ­ციელე­ბ­ა გუ­ლისხ­მობს:

ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნ­ქ­ციე­ბის შესრულებაზე;

ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყო­ფის სა­კად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი­სე­ბი­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსა­ხუ­რეთა მიერ მო­რი­გი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივ­ლი­ნე­ბე­ბის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორ­გა­ნი­ზე­ბისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანა­ყოფის მო­სამ­სა­ხუ­რეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შეს­რუ­ლების კონტროლს;

ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სა­კით­ხე­ბის, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე სტრუ­ქ­ტურული ერ­თეუ­ლე­ბი­სათვის კონსულტაციების გაწევას.

6. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

7. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსა­ხუ­რის უფ­რო­სის წინაშე.

8. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებ­რივი ურ­თიე­რთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლე­ბი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


თავი V
სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილება;

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალე­ობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.


მუხლი 7. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების  უფლებამოსილება
1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტრო­ტუარების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყლისა და საკა­ნა­­ლიზა­ციო ქსე­ლების მოვლა-პატრონობა.

ბ) ქ. ბათუმის სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო-საყოფაც­ხოვ­რე­ბო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორ­დინაცია;

გ) სანიაღვრე, წყლისა და კანალიზაციის ქსელების სრულუფლებიანი ფუნ­ქციონი­რების უზრუნველყოფა;

დ) მონაწილეობის მიღება ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასა­ტა­რებ­ლად, კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების დაგეგმარებაში, ასევე საპროექ­ტო დო­­კუ­მენტაციების შედგენაში;

ე) საგზაო, წყლისა და კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემების, გარე გა­ნა­თების ობიექ­ტების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუ­შა­ოების ხარისხზე და მოცულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა;

ვ) საქალაქო ინფრასტრუქტურის საკითხებში ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ჩატარე­ბული სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდე­ბული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო ზედამხედვე­ლობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორ­მება.

ზ) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე (ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული პირობები) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედ­გენა-მონიტორინგი და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერი­ოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა.

თ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხის ინსპექტირება სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ნედ­ლე­ულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხის და სუბ-კონტრაქტორის მიერ შესრუ­ლებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.

ი) ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სამუშაოების მიმდინა­რეობაზე კოტროლი, ადგილობრივი შეზღუდვების სამუშაოების წარმოე-ბისას თანხმობის გაცემა, საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა.

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მოადგილეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

ლ) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადა­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფლებამო­სილებები:
1. საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილება:

ა) ქალაქის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და გან­ვი­­თარების, სტრატეგიის შემუშავება;

ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;

გ) წყალკანალიზაციისა და წყალმომარაგების საკითხთთან დაკავშირებული წინადა­დე­ბის შემუშავება, განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) ქალაქის კაპიტალური მშენებლობების უზრუნ­ველყოფა;

ე) ქალაქის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექ­ტე­ბის უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;

ვ) მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა ზემ­დგომი ორგანოსადმი;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით მის­თვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მოადგილეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

ი) სამსახურის უფროსს  წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადა­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფრო­სის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები
ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენ­ლო­ბაში დგინ­დება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი;

ზ) სპეციალისტი.


თავი VI
სხვა დებულებები

მუხლი 10. სხვა დებულებები:
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წესით.