დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობიბის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.158.016174 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
29
27/08/2014
ვებგვერდი, 02/09/2014
270070000.35.158.016174
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობიბის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/2014 - 20/11/2017)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან. |
|
დანართი № 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის გასაცემი პრემიის ოდებობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1.პრემია გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. 2. პრემიის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გამგებელი, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკრებულოს თავმჯდომარე. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით. |
2.
15/01/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
5 -
ვებგვერდი, 17/01/2018
1.
20/11/2017 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
67 -
ვებგვერდი, 22/11/2017
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 15/01/2018
გამოქ. თარიღი : 17/01/2018
დოკუმენტის ნომერი : 5
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1
მიღების თარიღი : 20/11/2017
გამოქ. თარიღი : 22/11/2017
დოკუმენტის ნომერი : 67
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები