„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016392
67
20/11/2017
ვებგვერდი, 22/11/2017
010260020.35.158.016392
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №67

2017 წლის 20 ნოემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე, ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  27 აგვისტოს  №29  დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  02/09/2014,  270070000.35.158.016174) დამტკიცებულ  წესში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

დამტკიცდეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის   მერიისა და საკრებულოს  საჯარო მოსამსახურეებისა და მერიის თანამდებობის პირების პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი  (დანართი №1).“.

2. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს  წესი  განსაზღვრავს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს  საჯარო მოსამსახურეებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას,  მისი გაცემის  წესსა  და პირობებს.“.

3. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
2. პრემიის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისა და მერიისა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.“.

4. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.გადაწყვეტილებას  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატში  დასაქმებულ მოსამსახურეებზე  პრემიის გაცემის შესახებ იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე,  შესაბამისი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მუნიციპალიტეტის მერის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ პრემიის   გაცემის   თაობაზე   გადაწყვეტილებას   იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი დისკრეციული  უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

3. გადაწყვეტილებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე   პრემიის  გაცემის  შესახებ  იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული  სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

4.  პრემიის   გაცემის   თაობაზე   შესაბამისი   სამართლებრივი   აქტის   საფუძველზე   თანხის  გადარიცხვას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.“.


მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს  2017 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი