ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 26/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
26/08/2014
ვებგვერდი, 03/09/2014
010250050.35.133.016109
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/09/2014 - 18/09/2014)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 26 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, თანახმად თანდართული დანართისა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 26 აგვისტოდან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე



დანართი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ბ) პრემია - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი.

დ) ზემდგომი თანამდებობის პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.


მუხლი 3. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემიის მიზნებია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 4. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს  ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემდგომ თანამდებობის პირებზე, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


მუხლი 5. პრემიის  გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს არარსებობა), საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის საფუძველზე.