საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
22/08/2014
ვებგვერდი, 01/09/2014
010250050.35.172.016029
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2014 - 12/10/2016)

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 35-ე მუხლის და 40-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1)
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით ვაჩაძე



დანართი №1

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Ambrolauri.gov.ge გამოქვეყნდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით.
მუხლი 2
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამსახური ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Ambrolauri.gov.ge.
მუხლი 3
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები - ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Ambrolauri.gov.ge.
მუხლი 4
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია (foi@ambrolauri.gov.ge)  მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
მუხლი 5
 1. ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა თუ იგი შეეხება კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიღებას, უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით, ყველა იმ რეკვიზიტის მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ასეთი წესით მომზადებული განცხადებისა და მოთხოვნის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის PDF ფორმატში სკანირებული ფაილი ან ფაილები გადმოგზავნილი უნდა იქნეს შესაბამის ელექტონული ფოსტის მისამართზე.

   2. თუ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა არ შეეხება კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიღებას, იგი შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მუხლი 7
        ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში  უზრუნველყონ მათთან დაცული ყველა სახის  საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც არ  შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას.
მუხლი 8
1. პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და წესები, ასევე, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები და მონაცემთა სუბიექტის უფლებები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

  2. კომერციული საიდუმლოების ცნება, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ვალდებულებები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მუხლი 9
1. პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა დაიფაროს/დაიშტრიხოს გამოსაქვეყნებელი/გასაცემი ინფორმაციიდან მონაცემები/ეპიზოდ(ებ)ი (მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშო ადგილი ან სასწავლებელი იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მონაცემები, ერთობლიობაში, იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას).

   2. კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველაყოფად  საჯარო ინფორმაციის გამცემი დაწესებულება (ორგანო) ვალდებულია დაიფაროს/დაიშტრიხოს კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ასევე   მოთხოვნილი დოკუმენტი  გაასაჯაროვოს  კომერციული ინფორმაციის შემცველი ნაწილ(ებ)ის გარეშე.