დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯაროინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016146 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/10/2016 - 30/11/2017)
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 851 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
1. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 01/09/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016029). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი” (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ვალდებულებისგან. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი |
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება როგორც პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსებზე), ასევე ბეჭდური ფორმით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი |
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:
ა) ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე; ბ) ან ბეჭდური ფორმით - მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე. 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით Ambrolauri.gov.ge. 3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტი |
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
|
დანართი №2
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები