ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.173.016028
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
22/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
370060000.35.173.016028
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2014 - 29/02/2016)

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“  ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგინდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართი 1-ის მიხედვით.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება დანართი  2-ის მიხედვით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე



ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  1  კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG x ITL x C x K,  სადაც:

ა)  CN  –  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)  IMG –  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს;

გ)  ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა)  ცენტრალური ზონისათვის  –  1,3-ს;

 გ.ბ)  შუალედური ზონისათვის  – 1-ს;

 გ.გ)  პერიფერიული ზონისათვის  –  0,7-ს;

დ)  C  –  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია;

ე)  K  – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

ა)   ცენტრალური ზონა    –     7,02 ლარი;

ბ)   შუალედური ზონა      –  5,40 ლარი;

გ)   პერიფერიული ზონა  –   3,78 ლარი.

3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს.
4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.


N

ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

1

ცენტრალური ზონა

 

 

მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“ – „ძველ ხიდამდე“ - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით  (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია ( კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება - ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია , ახალქალაქის გზატკეცილი , თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა.

1,3

2

შუალედური ზონა

1

 

ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, მთაწმინდელის, ხანძთელის.

 

3

პერიფერიული ზონა

 

 

ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება,  „საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“  ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი.

0,7