დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ზონირების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370060000.35.173.016122 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2016 - 25/04/2016)
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ზონირების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ'' ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიისათვის ერთსაფეხურიანი ზონირება და გამოიყოს სამი ზონა – ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული, დანართი 2-ის მიხედვით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტოს №28 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
CN = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს, გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს, გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 50-ს.
ა) ცენტრალური ზონა – 0,45 X 1,3 X 0,24 X 50 = 7,02 ლარი; ბ) შუალედური ზონა – 0,45 X 1 X 0,24 X 50 = 5,40 ლარი; გ) პერიფერიული ზონა – 0,45 X 0,7 X 0,24 X 50 3,78 ლარი.
|
ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები