დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016211 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2014 - 27/08/2014)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 152–ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისათვის, გადანაწილების დროებითი წესის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გადანაწილების წესის შესაბამისად დამტკიცდეს 2014 წლის ბოლომდე მცხეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 932.2 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 640,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 198,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 093.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 150,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 281,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 381,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-500.1) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ( -636.6) ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 636,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-136,6) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 86,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 147,2 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110,8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,8 ათასი ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თვითმმართველ თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
მუხლი 16.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2014 წელს დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფ. ციხისძირში; შიდა საუბნო გზების მოწყობა სოფ. ნავდარაანთკარში და სოფ გალავანში; სოფ. ქსანში შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტება, სოფ. შანკევანში ხევზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა; სოფ. ახალდაბაში 2 ბოგირის მოწყობა, სოფ. ნავდარაანთკარში საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების მშენებლობა - რეაბილიტაცია.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2014 წელს დაგეგმილია სოფ. წიწამურის და ახალსოფლის გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, ნავდარაანთკარი -საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და სოფ. წეროვანში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია; მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. 2014 წელს დაგეგმილია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: მუხრანი, ლისი, წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ნახშირგორა, ძეგვი, წეროვანი, ჩარდახი, აღდგომლიანთკარი, ახალდაბა, ფრეზეთი, უფურეთი, მამკოდა, საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, ნიჩბისი, ახალუბანი, წილკანი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ნატახტარი, ვაზიანი, პატარა ქანდა, ქსოვრისი, ძალისი, ნავდარაანთკარი, არაშენდა, ერედა, ზაქარო, მისაქციელი, კოტორაანთკარი, ნავაზი, ბიწმენდი, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, ჯიღაურა; სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამრიცხველიანება სოფ. წილკანში და სელექციის დასახლებაში, სოფ.ძალისში. გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წელს დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების, სოფ. ქსნის ამბულატორიის და საბავშვო ბაღის გაზიფიცირება. 2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია- მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა, რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია სოფ. კევლიანში, თეძამში, ბიწმენდში, გალავანში ნაპირსამაგრი სამუშაოები. 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2014 წელს დაგეგმილია სოფ. მისაქციელის ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირება; სოფ. ლისში ასაწყობი ამბულატორიის ფუძის მოწყობა, სოფ. წეროვანში და სოფ. წილკანში ლტოლვილთა დასახლებაში ასაწყობი ამბულატორიის ფუძის მოწყობა; სოფ. ძეგვში ამბულატორიის სარემონტო სამუშაოები, სოფ. ძველ ქანდაში ამბულატორიის მშენებლობა; სოფ. წილკნის სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სამშენებლო (გადასატიხრი) მასალების შესყიდვა; 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2013 წელს და მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება; 2.5. 1 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 2.5.2 ი. ჭავჭავაძის ძეგლის სარესტავრაციო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ი. ჭავჭავაძის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 2.5.3 ა(ა)იპ "თვითმმართველ თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური" (პროგრამული კოდი 03 05 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების, გარე განათებისა უზრუნველყოფა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მცხეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 100-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“ 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“ და ა(ა)იპ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს:
4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე დაგეგმილია ზოგიერთი ტაძარის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მცხეთის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის გაჭირვებული ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება, კერძოდ:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 50-100 ლარს.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
5.2.5. მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა ბენეფიციარი - 84 ოჯახი (4 და მეტი 19 წლამდე ასაკის შვილი); |
მუხლი 17.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები