დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020000.35.170.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/08/2014 - 20/01/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე-კვარტალში 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარი; 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე-კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი; 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე-საპრიზო ფონდის 10 %. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის სათამაშოებზე-კვარტალში 30000(ოცდაათი ათასი) ლარი; 5. ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 15 %. 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი. 7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარი. |
| მუხლი 3 |
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. |
| მუხლი 4 |
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით). |
| მუხლი 5 |
სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. |
| მუხლი 6 |
სამორინეს სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. |
| მუხლი 7 |
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს. |
| მუხლი 8 |
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
| მუხლი 9 |
დადგენილება გაეგზავნოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
|
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები