„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.170.016228
6
20/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
210020000.35.170.016228
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 20 იანვარი

ქ. ზუგდიდი

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს 35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 210020000.35.170.016035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3 000 (სამი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში 27 0000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ლატარიის მოწყობაზე ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი“.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა