საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017536
  • Word
1405
07/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
000000000.00.003.017536
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1405

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

   საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების   გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2014 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის „სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება“ (პროგრამული კოდი: 37 01 06) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების მავნებლებისა და დაავადებებისაგან დასაცავად და გასანოყიერებლად აუცილებელი სასუქებისა და ნიტროგენული ნაერთების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი