ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
13/08/2014
ვებგვერდი, 15/08/2014
010250000.35.113.016163
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/08/2014 - 05/08/2015)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2014 წლის 13 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის  მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად  დანართისა.

მუხლი 2. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის  აღწერილობები თანახმად დანართისა.

მუხლი 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს “თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 14 მარტის N8 დადგენილება.

მუხლი 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდგეს 2014 წლის 13 აგვისტოდან.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია