„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.05.001.002.400
  • Word
3539
25/07/2006
სსმ, 36, 04/08/2006
360.090.000.05.001.002.400
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტრო დაინტერესებულ ქვეყნებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს-ს) აწვდის ინფორმაციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბირთვული ნივთიერების ნებისმიერი უკანონო გადაადგილების, გამოყენების ან შეცვლის, უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ასეთი ქმედების რეალური საფრთხის არსებობის შესახებ.

5. სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ბუნებრივი ურანის, რომლის ფორმაც განსხვავდება მადნისაგან, 500 კილოგრამზე მეტი ოდენობით გადაზიდვისას დაცვა ითვალისწინებს გადაზიდვის შესახებ წინასწარ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება ტრანსპორტის სახეობა, გადაზიდვის სავარაუდო ვადა და ტვირთის მიღების დადასტურება.“.

    მუხლი 2

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად აცნობოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მიერ აღნიშნული კონვენციის განსახორციელებლად მიღებული საკანონმდებლო აქტების თაობაზე.

    მუხლი 3

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3539–რს