დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.170.016032 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
32
08/08/2014
ვებგვერდი, 14/08/2014
010250000.35.170.016032
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2014 - 15/08/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივითვი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1 თან ერთვის). |
| მუხლი 3 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ააიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ ზუგდიდდასუფთავება“-ს ცენტრი. |
| მუხლი 4 |
დაევალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. |
| მუხლი 2 |
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. |
| მუხლი 3 |
ქალაქის ქუჩებში, ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, პირველ შემთხვევაში -50 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში-100 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. |
| მუხლი 5 |
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. |
| მუხლი 6 |
იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. |
| მუხლი 7 |
იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. |
| მუხლი 8 |
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. |
| მუხლი 9 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. |
| მუხლი 10 |
მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. |
| მუხლი 11 |
ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
| მუხლი 12 |
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. |
| მუხლი 13 |
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ქალაქის ქუჩებში, პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. |
| მუხლი 14 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად. |
3.
02/02/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
22 -
ვებგვერდი, 09/02/2018
2.
10/05/2016 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
39 -
ვებგვერდი, 16/05/2016
1.
15/08/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
36 -
ვებგვერდი, 21/08/2014
დოკუმენტის ცვლილებები
3
მიღების თარიღი : 02/02/2018
გამოქ. თარიღი : 09/02/2018
დოკუმენტის ნომერი : 22
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
2
მიღების თარიღი : 10/05/2016
გამოქ. თარიღი : 16/05/2016
დოკუმენტის ნომერი : 39
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 15/08/2014
გამოქ. თარიღი : 21/08/2014
დოკუმენტის ნომერი : 36
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები