,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016199
39
10/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
010250000.35.170.016199
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2016 წლის 10 მაისი

ქ. ზუგდიდი

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ს/კ: 0102500000.35.170.016032, 14/08/2014) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია

დანართი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ

ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა

ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში

არსებული ფართის გარეთ  ყოლის აკრძალვის წესი

მუხლი 1
ეს წესი არეგულირებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებიდან, სკვერებიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებიდან დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს.
მუხლი 2
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ დროებით სადგომზე გადაყვანას.
მუხლი 3
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა ქალაქის ტერიტორიაზე გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 (ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს  მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 4
თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს დროებით სადგომზე.
მუხლი 5
დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება ჯარიმის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 6
ჯარიმის გადამხდელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიიდან  დროებით სადგომზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.
მუხლი 7
ჯარიმის ქვითრის გამოწერა ხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში.
მუხლი 8
სამართალდარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლიარად. ერთი პირი რჩება მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მეორე გადაეცემა წვრილფეხა ან/ და მსხვიფეხა პირუტყვის მესაკუთრეს.
მუხლი 9
ჯარიმის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 10
ჯარიმის თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 11
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ქალაქის ქუჩებში, პარკში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;

ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.

მუხლი 12
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.