დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.106.016128 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
29
08/08/2014
ვებგვერდი, 14/08/2014
010250000.35.106.016128
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2014 - 29/06/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის საპატიო მოქალაქეობის შემოღებისა და „ხობის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 აპრილის №97 დადგენილება. |
3.
დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს. |
| მუხლი 2 |
ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. |
| მუხლი 3 |
საქართველოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის. |
| მუხლი 4 |
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოსა და ხობის წინაშე, ან ხობთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. |
| მუხლი 5 |
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის გამგებელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფს. |
| მუხლი 6 |
შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს საპატიო მოქალაქეობაზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2 ფოტოსურათი და ბიოგრაფია. |
| მუხლი 7 |
საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას ბიუროზე განსახილველად ამზადებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია. |
| მუხლი 8 |
ბიურო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს რეკომენდაციას ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. ბიუროს მიერ მიღებული რეკომენდაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის საფუძველზეც გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. |
2.
31/10/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
37 -
ვებგვერდი, 01/11/2018
1.
29/06/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
27 -
ვებგვერდი, 03/07/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 31/10/2018
გამოქ. თარიღი : 01/11/2018
დოკუმენტის ნომერი : 37
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1
მიღების თარიღი : 29/06/2018
გამოქ. თარიღი : 03/07/2018
დოკუმენტის ნომერი : 27
„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები