„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016305
27
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250000.35.106.016305
„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ხობი

 

„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.106.016128) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.

ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის მერს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფს.“.

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8.

ბიურო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს რეკომენდაციას ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. ბიუროს მიერ მიღებული რეკომენდაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომლის საფუძველზეც მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა