დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017461 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1349
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის მის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ მის სარგებლობაში არსებული შენობის (მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ (მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: 01.14.03.039.020) მესამე სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე 364,12 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, გადასცეს ა(ა)იპ – ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას (ს/ნ 211348816).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პირობად განისაზღვროს აღნიშნულ ქონებაზე ა(ა)იპ – ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების (ს/ნ 211348816) მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები