დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017459 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1347
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ერ სი აი ჯორჯია“ (ს/კ №200099534) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ შორის 2007 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან (გარდა, შპს „ერ სი აი ჯორჯიას“ მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ნაწილის – 100 000 (ასი ათასი) ლარისა).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები