საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და კომპანია „Wind energy Investment-ს“ შორის 2011 წლის 23 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და კომპანია „Wind energy Investment-ს“ შორის 2011 წლის 23 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017396
  • Word
1254
16/07/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017396
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და კომპანია „Wind energy Investment-ს“ შორის 2011 წლის 23 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1254

2014 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და კომპანია „Wind energy Investment-ს“ შორის 2011 წლის 23 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

 1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და კომპანია „Wind energy Investment-ს“ შორის 2011 წლის 23 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 3.2 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 1 მაისიდან მისი ავტომატურად გაუქმების (იურიდიული ძალის დაკარგვის) თაობაზე, კომპანია „Wind energy Investment-ის“ მიერ ამავე მემორანდუმის 3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საქართველოს მთავრობის განკარგულების ასლის კომპანია „Wind energy Investment-ისათვის“ გადაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი