დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.35.104.016175 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
29
29/07/2014
ვებგვერდი, 05/08/2014
140060000.35.104.016175
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (05/08/2014 - 28/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (სსმ,56,29/11/2010, სარ.კოდი: 140060000.35.104.016018).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 აგვისტოდან. |
| მუხლი 4 |
დადგენილება მოქმედებს 2014 წლის 1 ნოემბრამდე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურისდებულება |
მუხლი 1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახური |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,გამგეობის დებულების,ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით. |
4.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების–განყოფილებებისაგან; |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ჯვარის სახანძრო განყოფილება; |
ბ)
წალენჯიხის სახანძრო–სამაშველო განყოფილება; |
3.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი. |
4.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით,მოსამსახურეთა წახალისების დამათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის,მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების შესახებ; |
დ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ე)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტებს; |
ვ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლებამოსილება |
სამსახური: |
ა)
უზრუნველყოფს და ორგანიზაციას უწევს ხანძრის პროფილაქტიკასა და სახანძრო ზედამხედველობის განხორცილებას, ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; |
ბ)
ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, ამ ღონისძიებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებასა და მომსახურეობის გაწევას. |
გ)
აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და დადგენილი წესით შესრულებას; |
დ)
ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში და სამაშველო სამუშაოებზე მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას; |
ე)
მიწიძვრის, წყალდიდობის და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს; |
ვ)
საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციეში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; |
ზ)
ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე; |
თ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს. |
მუხლი 4.
სამსახურის თანამშრომლები |
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდეობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ: |
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიით. |
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: |
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები; |
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; |
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
დ)
გაუფრთხილნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებანი |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები