,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.428
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
45
24/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
300.160.070.10.003.000.428
,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2006 - 07/03/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №45

2006 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ

,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესა­ხებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 31-ე მუხლის საფუძველზე:

1. აღიარებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტად და საქარ­თვე­ლოში მოქმედი სხვა ტექნიკური რეგლამენტების პარა­ლელურად სრულუფლებიანად იქნეს გამოყენებული ევროკავ­შირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო ძირითადი პარტნიორი ქვეყნების (დანართი №1) პროდუქციისა და მომსახურების სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგულირების შემდეგი დოკუმენტების მხოლოდ ის ნაწილები და მოთხოვნები, რომლებიც ეხება პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მახასიათებლებს და მიჩნეულია სავალდე­ბულოდ, კერძოდ:

ა) ,,ევროსაბჭოს ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივები” (The New Approach and  The Global Approach Directives), მათთან ჰარმონიზებული ევროპული ნორმები და ტექნიკური რეგულირების საერთაშორისო ნორმატიული აქტები და დოკუმენტები;

ბ) №1 დანართში მითითებული ქვეყნების ტექნიკური რეგულირების სფეროში მოქმედი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ პროდუქციის მახასიათებლებს ან მასთან დაკავშირებულ პროცესებს და წარმოების მეთოდებს შესაბა­მისი ადმინისტრაციული დე-ბულებების ჩათვლით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ამ ქვეყნებში.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების პარალელურად გაგრძელდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან უკვე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ტექნიკური რეგულირების სფეროში დღეს მოქმედი დოკუმენტების (,,გოსტები”, სამშენებლო ნორმები და წესები, სანიტარიული წესები და ნორმები და სხვ.) სრულუფლებიანი მოქმედება.

3. გარდამავალ ეტაპზე კონკრეტული პროდუქციის მიმართ შესაძლებელია მოქმედებდეს საქართველოში აღიარე­ბული სხვადასხვა ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტი. დასაშვებია სხვადასხვა მოქმედი ნორმებიდან სულ მცირე ერთ-ერთი მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული პროდუქციის წარმოება და ბრუნვა ისე, რომ აუცილებელი არ არის საქართველოში მოქმედი ან აღიარებული სხვა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება. მწარმოებელს შეუძლია პროდუქციის უსაფრთხოების სავალდებულო მახასიათებლების რაოდენობრივი ნორმები შეარჩიოს პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებული და საქართველოში მოქმედი სხვა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებიდან.

4. შესაბამისმა სამინისტროებმა და სახელმწიფო დაწესებულებებმა წარუდგინონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს:

ა) საქართველოში მისაღები იმ ტექნიკური რეგლამე­ნტების ჩამონათვალი (შესაბამისი დასაბუთებით), რომელთა მიღებაც განპირობებულია განსაკუთრებული სპეციფიკურო­ბითა და აუცილებლობით და რომელთაც არ ითვალისწინებს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (უმოკლეს ვადაში);

ბ) ტექნიკურ რეგულირებას დასაქვემდებარებელი პრო­დუქ­ციისა და მომსახურების ჯგუფების ნუსხა №2 დანართის მიხედვით, განმარტებით ბარათთან ერთად, რომელშიც დასაბუთებული უნდა იქნეს მოცემული პროდუქციისა და მომსახურების ჯგუფის ტექნიკური რეგულირებისადმი დაქვემდებარების აუცილებლობა შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლების ჩამონათვალით (2 თვეში).

5. სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამის სამინის­ტროებსა და უწყებებს საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს სათანადო საინფორმაციო-მეთოდური დახმარება.

6. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობაზე, ასევე სამკურნალო საშუალე­ბების წარმოებასა და მათ ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

7. დადგენილების №1 დანართში მოცემული ქვეყნების ნუსხის გადახედვა და განახლება განხორციელდეს წელიწადში ერთხელ მაინც.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                ზ. ნოღაიდელი

დანართი №1

 

 

ქვეყანა

კოდი

1

ავსტრალია

036

2

ავსტრიის რესპუბლიკა

040

3

ახალი ზელანდია

554

4

ამერიკის შეერთებული შტატები

840

5

ბელგიის სამეფო

056

6

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

826

7

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

276

8

დანიის სამეფო

208

9

ესპანეთის სამეფო

724

10

ესტონეთის რესპუბლიკა

233

11

ისლანდიის რესპუბლიკა

352

12

ირლანდია

372

13

იტალიის რესპუბლიკა

380

14

იაპონია

392

15

კვიპროსის რესპუბლიკა

196

16

კანადა

124

17

კორეის რესპუბლიკა

410

18

ლატვიის რესპუბლიკა

428

19

ლიტვის რესპუბლიკა

440

20

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

442

21

მალტის რესპუბლიკა

470

22

მექსიკის  შეერთებული შტატები

484

23

ნიდერლანდის სამეფო

528

24

ნორვეგიის სამეფო

578

25

პოლონეთის რესპუბლიკა

616

26

პორტუგალიის რესპუბლიკა

620

27

საბერძნეთის რესპუბლიკა

300

28

საფრანგეთის რესპუბლიკა

250

29

სლოვაკეთის რესპუბლიკა

703

30

სლოვენიის რესპუბლიკა

705

31

უნგრეთის რესპუბლიკა

348

32

ჩეხეთის რესპუბლიკა

203

33

ფინეთის რესპუბლიკა

246

34

შვედეთის სამეფო

752

35

შვეიცარიის კონფედერაცია

756

36

ისრაელის სახელმწიფო

376

დანართი №2

 

სეკ ( CPA )

სესსნ

პროდუქციის, მომსახურების ჯგუფი

უსაფრთხოების მახასიათებლების ჩამონათვალი (რაოდენობრივი მაჩვენებლების გარეშე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სეკ (CPA) – საქართველოს ეკონომიკური კლასიფიკატორი

 

სესსნ – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა