დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/03/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160040.10.003.017214 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2013 - 21/08/2024)
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-4, მე-18, მე-20 და 23-ე ნაწილების შესაბამისად: |
მუხლი 1 |
საქართველოში სამოქმედოდ იქნეს დაშვებული დადგენილების დანართით განსაზღვრულ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები. |
მუხლი 2 |
საქართველოში აღიარებულ იქნეს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში უფლებამოსილი/აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად რეგულირებულ სფეროს მიკუთვნებული ის პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ამავე ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები და ნიშანდება, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე განთავსდეს შეზღუდვებისა და დამატებითი (განმეორებითი) შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე. |
მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №45 დადგენილება. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. |
|
დანართი
|
ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული |
|
|
დოკუმენტის კომენტარები