ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016115
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
28/07/2014
ვებგვერდი, 04/08/2014
010250000.35.106.016115
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2014 - 31/08/2021)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2014 წლის 28 ივლისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხობის მუნიციპალიტეტი დაიყოს 22 ადმინისტრაციულ ერთეულად.
2. ხობის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს ამ დადგენილების მე-3 პუნქტით შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისთვის მიკუთვნებულ დასახლებებს.
3. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) ხობის ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი ხობი);
ბ) ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ახალი ხიბულა, გაშფერდი, ზუბი);
გ) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ახალსოფელი, განთიადი, გაღმა პირველი ხორგა);
დ) ბიის ადმინისტრაციული ერთეული  (სოფლები: ბია, ბია-საშონიო, ზემო ბია);
ე) გურიფულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: პირველი გურიფული, მეორე გურიფული);
ვ) ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზემო ქვალონი, საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო);
ზ) თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: თორსა, დღვაბა, საბუკიო);
თ) ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ნოჯიხევი, დასახლება, ზენი, კუთხენოჯიხევი, ნაფოშტუ);
ი) პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი პატარა ფოთი);
კ) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ);
ლ) პირველი ხორგის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გამოღმა პირველი ხორგა);
მ) საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი საგვიჩიო);
ნ) საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზენი, გაღმა საჯიჯაო, ზუბი, ჯაპიშაქარი);
ო) ქარიატის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა);
პ) ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გიმოზგონჯილი, ბულიში, გვიმარონი, დურღენა, ჭითაუშქური);
ჟ) ყულევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ყულევი);
რ) შავღელეს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი შავღელე);
ს) შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გამოღმა შუა ხორგა, გაღმა შუა ხორგა, ყორათი);
ტ) ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ძველი ხიბულა);
უ) ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩავო, საჭოჭუო);
ფ) ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ხამისკური, საკუკავო, საქირიო);
ქ) ხეთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ხეთა, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 1 აგვისტოს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა