„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016368
13
31/08/2021
ვებგვერდი, 01/09/2021
010250000.35.106.016368
„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 31 აგვისტო

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.106.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტი დაიყოს 24 ადმინისტრაციულ ერთეულად.“;

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გაღმა საჯიჯაო);“;

გ) დადგენილების მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზენი, ზუბი, ჯაპიშაქარი);“;

დ) დადგენილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გიმოზგონჯილი, ბულიში, დურღენა);“;

ე) დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გვიმარონი, ჭითაუშქური).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ქარდავა